Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, რომელიც ცნობილია თავისი კონფრონტაციული, ანტიდასავლური რიტორიკით, გაიარა რეგისტრაცია 19 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შარშან მოუწოდა აჰმადინეჟადს, ნუ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას. ირანის მედიის ცნობით, აჰმადინეჟადის თანაშემწემ, ჰამიდ მაღაეიმ, რომელიც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, ასევე გაიარა რეგისტრაცია არჩევნებისათვის. პრეზიდენტობის კანდიდატები ახლა გავლენიანმა კონსერვატიულმა უწყებამ, მეთვალყურეთა საბჭომ უნდა შეამოწმოს. გასულ თვეში აჰმადინეჟადმა თქვა, რომ არ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას და მხარს დაუჭერდა ბაღაეის. აჰმადინეჟადი ორი ვადით, 2005-2013 წლებში იყო ირანის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG