Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტებში 94-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი აშშ-ის მასიური, საავიაცო დაბომბვის შედეგად


ავღანეთის მთავრობის ცნობით, 94-მდე გაიზარდა მსხვერპლი ექსტრემისტებში, მათ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის არმიის მიერ 13 აპრილს განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად. ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციის წარმომადგენლის, მუჰამედ ისმაილის თქმით, „დედა ბომბის“ ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფის“ რამდენიმე მნიშნელოვანი საველე მეთაურიცაა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ 13 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პენტაგონმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მყოფი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა ფართო მოქმედების ბომბი GBU-43, რომელსაც „დედა ბომბად“ მოიხსენიებენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო ამ ტიპის ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევა. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, დაბომბვა განხორციელდა ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობით. შეტევა მოჰყვა გასულ კვირაში ამერიკელი სპეცრაზმელის დაღუპვას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან დაპირისპირებისას.

XS
SM
MD
LG