ამერიკელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული ფართო მოქმედების ბომბის ჩამოგდების შედეგად, გასულ კვირაში ავღანეთში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მყოფი პაკისტანელი, ტაჯიკი, უზბეკი, რუსი, ინდოელი და სხვა ეროვნების დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ 18 აპრილს განაცხადა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოჰამად რადმანიშმა, რომლის თანახმად დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 96-ი ექსტრემისტი, მათ შორის რამდენიმე გავლენიანი საველე მეთაური. პენტაგონმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მყოფი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა ფართო მოქმედების ბომბი GBU-43, რომელსაც „დედა ბომბად“ მოიხსენიებენ.
ყველაზე პოპულარული
1