Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან მოქალაქეები გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან


„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დღეიდან მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. როგორც „ინტერპრესნიუსი“ „თბილსერვის ჯგუფზე“ დაყრდნობით იუწყება, მათი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ 3 აპრილიდან გამოჩდნენ. თავდაპირველად, ორი კვირის განმავლობაში ისინი ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით - პლანშეტებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.

XS
SM
MD
LG