Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPCW: იდლიბში გამოიყენეს ზარინის გაზი ან მისი ანალოგი


ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) აცხადებს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყიში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ზარინის მომწამლავი გაზი ან მისი ანალოგი. OPCW-ის ხელმძღვანელის, აჰმეტ უზუმჯუს თქმით, სპეციალური დასკვნა ათობით მსხვერპლის დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღეს. გამოკვლევები ჩატარდა თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში. 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა მომხდარში დასავლეთი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG