Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ იცის ვინ დაუკვეთა აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც დაუკვეთა სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში 3 აპრილს მომხდარი აფეთქება, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან ალექსანდრ ბორტნიკოვს, რუსულ მედიის თანახმად, არ დაუსახელებია ეჭვმიტანილის ვინაობა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილი აქბარჯონ ჯალილოვია, ოშის რეგიონში 1995 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე. ტერორიზმის მუხლით აღძრული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არის აბრორ აზიმოვი, რომელმაც გამოძიების ვერსიით, მოახდინა კიდეც ამ აფეთქების ორგანიზება.

XS
SM
MD
LG