Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონმა ირანს უწოდა „ტერორიზმის მთავარი“ სპონსორი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტერორიზმის მთავარი სპონსორი უწოდა ირანს და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში ირანთან პოლიტიკის გადასინჯვა მიმდინარეობს. „ამჟამად ტრამპის ადმინისტრაცია, მთელ მთავრობასთან ერთად, განიხილავს, ირანისადმი აშშ-ის პოლიტიკის საკითხებს. დღეს, მსურს ყურადღება გავმახვილო საგანგაშო პროვოკაციებზე ირანის მხრიდან, რომელიც ტერორისა და ძალადობის ექსპორტით, საფრთხეს უქმნის ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა რექს ტილერსონმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 აპრილს დაავალა სახელმწიფო უწყებებს, სამი თვის განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით დაადგინონ, შეესაბამება თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება ვაშინგტონის სახელმწიფო ინტერესებს.

XS
SM
MD
LG