საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავიდა სტრასბურგში, სადაც 24-28 აპრილს გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. პლენარულ და საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის გარდა, ქართველი დეპუტატები შეხვდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს და ადამიანის უფლებათა კომისარს, ნილს მუჟნიეკსს. „ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საქართველო ევროსაბჭოს მონიტორინგის ეტაპიდან გადავიდეს პოსტმონიტორინგის ეტაპზე, რასაც ქვეყანა იმსახურებს თავისი დემოკრატიული განვითარების დონით", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1