Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი პროკურორები ირანისთვის დაწესებული სანქციების არიდებისთვის შექმნილ მაღალი დონის შეთქმულებაზე ლაპარაკობენ


აშშ-ის პროკურორების თანახმად, ისინი საზოგადოებას წარუდგენენ კანონსაწინააღმდეგო სქემას, რომელიც შექმნა ირანული წარმოშობის თურქეთის მოქალაქემ, ოქროთი მოვაჭრემ, რათა დახმარებოდა მაღალი დონის ირანელებს გვერდი აევლოთ აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციებისთვის. წინა საპროცესო მოსმენების დროს, მანჰეტენში, საოლქო სასამართლოში, პროკურორის მოადგილემ დენის ლოკარდმა განაცხადა, რომ ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ რეზა ზარაბი და მისი თანამოსაქმეები თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ ირანის მთავრობის და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მილიონობით დოლარის უკანონო გადარიცხვების სახით. ეს მან პირად წერილში შესთავაზა მაშინ ირანის პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჟადს. სქემით, რომელსაც ზარაბი ამუშავებდა, სარგებლობდნენ,მაღალი რანგის პირები ირანსა და თურქეთში, სხვათა შორის, ირანის რევოლუციური გვარდია, ირანის ბანკები, რომლებსაც სანქციები დაუწესეს ირანის ბირთვული პროგრამისთვის საფინანსო მხარდაჭერის გამო. 33 წლის ზარაბი დააკავეს შარშან მარტში. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურის თანახმად, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები „სახელმწიფო უსაფრთხოებაზე სერიოზული თავდასხმა“ იყო. მისი ადვოკატების თქმით, ბრალდება არ არის სერიოზული, რადგან არ ხდებოდა იარაღის, ბირთვული ტექნოლოგიის და კონტრაბანდით ვაჭრობა.

XS
SM
MD
LG