Accessibility links

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": მედიის თავისუფლებას არასოდეს დამუქრებია ისეთი საფრთხე, როგორც ახლა


ორგანიზაციის "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შეფასებით, მედიის თავისუფლებას მსოფლიოში არასოდეს დამუქრებია ისეთი დიდი საფრთხე, როგორც ახლა. როგორც „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, მედიას აღარ ზღუდავენ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები და დიქტატურები - მედიის თავისუფლება საფრთხეშია არაერთ ისეთ ქვეყანაშიც, რომელიც დემოკრატიული მოდელით მოქმედებს. პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა მსოფლიოში 2017 წელს პრესის თავისუფლების ინდექსი, რომელშიც საქართველოს 64-ე ადგილი ერგო. პირველზეა ნორვეგია, ბოლოზე, ანუ 180-ზე ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს 148-ე ადგილი უკავია. საქართველოს მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ არ შეცვლილა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების რეფორმების შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის და თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმის მხრივ. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს ასევე, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ხშირია ცნობები მუქარის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG