Accessibility links

აშშ-ის სენატი სრული შემადგენლობით მივა თეთრ სახლში ჩრდილოეთ კორეაზე ინფორმაციის მისაღებად


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი 26 აპრილს თეთრ სახლში წარმოადგენენ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში შექმნილ ვითარებაზე. როგორც იუწყებიან, სხდომაზე დასასწრებად თეთრ სახლში მიწვეულია სენატის 100-ვე წევრი. ტრამპის ადმინისტრაცია მზარდ შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღისა და რაკეტების გამოცდის, აგრეთვე აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმით მუქარის გამო. თეთრ სახლში სენატის სრული შემადგენლობით მისვლა უჩვეულო ნაბიჯია. კონგრესის თანამშრომლის განცხადებით, თავდაპირველად იგეგმებოდა სხდომის კონგრესის შენობაში გამართვას, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა უპირატესობა მიანიჭა თეთრ სახლში შეკრებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG