სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტები - სულ ცოტა, 11 ადამიანი - დააკავეს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის გასაპროტესტებელ აქციებზე. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი აქცია იყო ფემინისტური მსვლელობა, რომელზეც ცისარტყელისფერებიანი დროშებით იყვნენ მისული და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის საწინააღმდეგო ლოზუნგებს იძახდნენ. მეორე აქციის მონაწილეებმა ქუჩაში, მანქანების სავალ ნაწილზე დაწოლით გამოხატეს პროტესტი. ლგბტ აქტივისტები პეტერბურგის სხვა აქციებშიც მონაწილეობენ, მათ შორის მოძრაობა „ღია რუსეთის“ დემონსტრაციაში, რომელიც ქალაქის იერსახის დასაცავად იმართება. გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ წელს აპრილში გამოაქვეყნა რამდენიმე მასალა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნისა და მკვლელობების შესახებ. ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს.
სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტები დააკავეს ჩეჩნეთში გეების დევნის გასაპროტესტებელ აქციებზე
ყველაზე პოპულარული
1