Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 მაისს გაიმართება ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი


2 მაისისთვის დაიგეგმა აშშ-ისაა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონოს საუბარი, რომელიც თბილისის დროით უნდა გაიმართოს 20:30 საათზე. ამ დღეს თავის იშვიათ ვიზიტს მართავს რუსეთში გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის და პუტინის საუბრის თემა იქნება სირიის სამოქალაქო ომი, რომელშიც მოსკოვი მხარს უჭერს სირიის მთავრობას და პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, ხოლო აშშ - მეამბოხეებს და ცდილობს დაამხოს ასადი. ტრამპმა გასულ თვეში ბრძანება გასცა, დაებომბათ სირიის სამხედრო ბაზა იმის საპასუხოდ, რომ სავარაუდოდ, სარინის გაზი იქნა გამოყენებული, აშშ-ის და ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს ბრალდებით, სირიის მთავრობის მიერ. რუსეთი ფიქრობს, რომ ქიმიური თავდასხმა ან დადგმული იყო, ან სირიის მთავრობის ბომბი მოხვდა მეამბოხეთა ქიმიური იარაღის საწყობს. ეს ვერსია დასავლეთის მთავრობებს დაუჯერებლად მიაჩნიათ. ტრამპმა თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა.

XS
SM
MD
LG