Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარმა „ძალიან კარგად“ ჩაიარა


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ თემებზე, როგორიც არის ვითარება სირიაში, ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლა და ჩრდილოეთ კორეის გარშემო „ძალიან სახიფათო ვითარების“ მოგვარების გზები. ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 2 მაისს გაიმართა და უკვე მესამე იყო იანვარში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ასე შეაფასა ორი პრეზიდენტის საუბარი: „ეს იყო ძალიან კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი, რომელიც ორმა პრეზიდენტმა გამართა - ძალიან, ძალიან ნაყოფიერი საუბარი, ბევრი დეტალური ინფორმაციის გაცვლით. ასე რომ, გამოჩნდება, ახლა რა მიმართულებით წავალთ (...) ვერც კი შევამჩნიე, დრომ ისე გაიარა“, - უთხრა ტილერსონმა ჟურნალისტებს. თეთრი სახლი აცხადებს ასევე, რომ ვაშინგტონი თავის წარმომადგენელს გააგზავნის სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც 3-4 მაისს გაიმართება ყაზახეთში, დედაქალაქ ასტანაში.

XS
SM
MD
LG