Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნას


80 მომხრით, ერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის შექმნას. კომისია ცხრა წევრით დაკომპლექტდება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის სამი წარმომადგენელი, ორი ექსპერტი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კომისია პირველ შეხვედრას 5 მაისს ქუთაისში გამართავს. თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტიც მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება.

XS
SM
MD
LG