აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მატისი აცხადებს, რომ აშშ გულდასმით შეისწავლის რუსეთის შეთავაზებას ეგრეთ წოდებული, უსაფრთხოების ზონების შექმნის შესახებ სირიაში, რისი მიზანიც ძალადობის შემცირებაა ქვეყანაში. მისი თქმით, გეგმა ბევრ შეკითხვას აჩენს. მატისის თქმით, ამ ზონებს შორის საზღვრები ჯერ კიდევ მუშავდება, თუმცა მთლიანობაში არეალები გარკვეულია. რვა მაისს ჟურნალისტებს უთხრა მატისმა, რომ ბევრი შეკითხვაა პასუხგაუცემელი. ვინ უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება? ვინ იქნება პასუხისმგებელი? ბევრი დეტალია დასამუშავებელი, განაცხადა მატისმა. სირიაში უსაფრთხოების ზონების შექმნის გეგმა რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა შეათანხმეს ერთმანეთთან. ის ითვალისწინებს ოთხი ზონის შექმნას ექვსი თვის განმავლობაში. გეგმა გულისხმობს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების, სამედიცინო დახმარების შეტანის და ლტოლვილების შინ დაბრუნებისთვის პირობების შექმნას.
ყველაზე პოპულარული
1