Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა პროკურატურას სთხოვა, გააუქმოს საჩივარი რადიო თავისუფლების წინააღმდეგ


ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ასლანბეკ ატამბაევმა გენერალურ პროკურატურას მიმართა განაცხადით, გააუქმოს მისი სახელით შეტანილი საჩივარი, რომელიც მიმართული იყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის წინააღმდეგ. 12 მაისს ატამბაევის პრესსამსამხურმა ამის შესახებ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ყირგიზეთი იცავს სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და პატივს სცემს ჟურნალისტიკას, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით მოქმედებს. რადიო თავისუფლება კმაყოფილება გამოხატავს იმის გამო, რომ საჩივარი ყირგიზული სამსახურის მიმართ გაუქმდა, განაცხადა რადიოს პრეზიდენტმა, თომას კენტმა. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი მისია: ამ ქვეყანაში ინფორმაციის ობიექტური და დამოუკიდებლად გავრცელებაო, დასძინა კენტმა. ატამბაევმა რადიო თავისუფლებას უჩივლა და ცილისწამებაში დასდო ბრალი ყირგიზულ სამსახურს იმ რეპორტაჟის გამო, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ "ათა-მექენის" პარტიას, მისი ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრების შემდეგ. ინციდენტი თებერვალში მოხდა. პრეზიდენტის განცხადებაში არ არის ნახსენები სხვა მედიასაშუალებები ყირგიზეთში, რომლების გამოც ასევე იქნა შეტანილი საჩივარი, იმავე მიზეზით.

XS
SM
MD
LG