Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ განაცხადა, რომ გაანადგურა სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა მთიან ყარაბაღში


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაანადგურა სომხეთის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა მთიან ყარაბაღში. მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად აზერბაიჯანის ნაწილია, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით იყო დასახლებული და რომელიც სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. ამ ომს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა ჯარებმა გაანადგურეს „ოსას“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მის მომსახურე პერსონალთან ერთად. ბაქოს თქმით, კონტროლის ხაზის სიახლოვეს ამ სისტემის განთავსება „პროვოკაცია“ იყო და ის საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის თვითმფრინავებს. მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა დააზიანა მისი ტექნიკა, მაგრამ უარყო მსხვერპლი. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის „პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება“.

XS
SM
MD
LG