Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიული ტაბლოიდი ამერიკელ დიპლომატს შეურაცხყოფისათვის უჩივლებს


ცნობილი სერბიული ბულვარული გამოცემა „ინფორმერი“ საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს აშშ-ის ელჩის, კაილ სკოტისაგან, რომელმაც გამოცემას უწოდა „მაკულატურა“, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. ცოტა ხნის წინ, გაზეთის კორესპონდენტი შეეკითხა ელჩს, თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი აპირებდეს სერბიის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას იმის გამო, რომ „ზოგიერთ ოფიციალურ პირს ბრიუსელში არ მოსწონს, თუ როგორ მართავს ქვეყნას პრეზიდენტი ალექსანადრ ვუჩიჩი“. ელჩმა ჟურნალისტს ჰკითხა, წარმოადგენდა თუ არა იგი „ინფორმერს“. დადებითი პასუხის შემდეგ, კაილ სკოტმა უპასუხა, რომ მას ასეთი ტყუილი ბევრჯერ წაუკითხავს „ინფორმერში“, რომელიც დიპლომატის სიტყვებით, „ჩვეულებრივ მაკულატურას“ წარმოადგენს. გამოცემა გმობს, „გაზეთის შეურაცხყოფას ვულგარული მანერით“ და აცხადებს, რომ იგი სერბიაშიც უჩივლებს და აშშ-იც კაილ სკოტს, თუ იგი საჯაროდ არ მოუხდის ბოდიშს გამოცემას.

XS
SM
MD
LG