Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი ბერლინს და ანკარას ესაუბრა ინჯირლიქის ბაზის გამო


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინს და ანკარას დაუკავშირდა მათი დაპირისპირების გამო თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გერმანელი კანონმდებლებისთვის ჩასვლის ნებართვაზე უარის გამო. გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს გერმანელი ჯარისკაცები, სულ 270 სამხედრო უნდა მოენახულებინათ ინჯირლიქის სამხედრო ბაზაზე, სადაც ისინი სამსახურს გადიან საერთაშორისო კოალიციის ჯარის ფარგლებში, რომელიც ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. სტოლტენბერგმა გერმანიის გამოცემა „ბილდისთვის,“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ცდილობს გამონახოს გამოსავალი დაპირისპირებაში და არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა გერმანიის შეთავაზებისთვის, რომელიც გერმანელი ჯარისკაცების თურქეთის ბაზიდან სხვა ბაზაზე გადაყვანას გულისხმობს. გერმანელი კანონმდებლებისთვის უარი ანკარის პასუხი იყო გერმანიაში თურქი სამხედროებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. თურქეთის თანახმად, ეს სამხედროები ივლისის პუტჩის მცდელობის მონაწილეები იყვნენ.

XS
SM
MD
LG