უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, 1 ივლისიდან სრულიად აკრძალოს რუსეთთან სარკინიგზო კავშირი. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით. გაზეთის თანახმად, აკრძალვის საბაბი გახდა „რუსეთის რკინიგზის“ უარი, შეწყვიტოს სამგზავრო გადაზიდვები სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებული დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან. კიევს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.
ყველაზე პოპულარული
1