Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „ფიქრობს“ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, უკრაინაში მოსკოვის აგრესიის გამო, რუსეთისთვის ობამას ადმინისტრაციის მიერ 2014 წელს დაწესებული სანქციების შესახებ და ამ დროისთვის არ აქვს პოზიცია მათი შენარჩუნების თაობაზე. ამაზე აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა. ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა გერი კონმა აღნიშნა, რომ 25 მაისს ბრიუსელში გამართული შეხვედრისას, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სწორედ ამ სანქციებისშესახებ ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება: „ვფიქრობ, პრეზიდენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, ამ მომენტისთვის პოზიცია არ გვაქვს“ - უთხრა კონმა რეპორტიორებს და დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „ბევრ ვერსიას“ განიხილავს. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის განიხლავს რუსეთისთვის სანქციების გაუქმების შესაძლებლობას და ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, თუმცა მისი ადმინისტრაციის წევრებმა ღიად განაცხადეს, რომ სანქციები შენარჩუნდება მანამდე, სანამ რუსეთი უკან არ დაიხევს.

XS
SM
MD
LG