Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანჩესტერის პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა 22 მაისი აფეთქებასთან კავშირში


მანჩესტერის პოლიციამ, რომელიც იტყობინებოდა, რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ დაკავებული თვითმკვლელი ტერორისტის, სალმან აბედის ქსელის წევრები, განაცხადა, რომ დააკავა 25 წლის კაცი, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს 22 მაისი ტერაქტთან, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის თანახმად, საძიებო სამუშაოებში ჩართულია ათასამდე პირი. ამ ეტაპზე დაკავებულია ამ საქმესთან კავშირში 14 ეჭვმიტანილი. სადაზვერვო სამსახურები უთვალთვალებენ ბრიტანეთში სამი ათასამდე ადამიანს, რომლებიც ექსტრემიზმში არიან ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG