Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა საუდის არაბეთის მმართველებს „იდიოტები“ უწოდა აშშ-თან ურთიერთობის გამო


ირანის უზენაესმა ლიდერმა საუდის არაბეთის ლიდერებს უწოდა „იდიოტები“ და „უსარგებლობები“ იმის გამო, რომ აშშ-ს შეუკავშირდნენ და თქვა, რომ მათი პოლიტიკა მათ „გარდაუვალ დაცემას“ მოიტანს. აიათოლა ალი ხამენეიმ 27 მაისს საუდის არაბებს აშშ-ის „მეწველი ძროხები“ უწოდა მას მერე, რაც 110 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა იარაღის სფეროში პრეზიდენტ ტრამპის ერ-რიადში სტუმრობის დროს, 20 მაისს. აიათოლას თქმით, „იდიოტია“ ის, ვისაც ჰგონია, რომ ისლამის მტრების მეგობრობას მოიპოვებს ფულის საშუალებით. ამის თაობაზე ირანის ფარსის სააგენტო იტყობინება. ალი ხამენეის თქმით, საუდის ლიდერები მტრების მიმართ გულითადები არიან და საპირისპიროდ იქცევიან მაჰმადიანების მიმართ ბაჰრეინსა და იემენში. ხამენიემ ამის თაობაზე ილაპარაკა რელიგიურ შეკრებაზე, რომელიც სამარხვო თვის, რამადანის, დაწყებას მიეძღვნა. ალი ხამენეის კომენტარები გამოქვეყნდა იმ დღეს, როცა ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ტელეფონით ესაუბრა ყატარის ამირას და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ირანის განვითარებული ურთიერთობისკენ მოწოდება გამოხატა.

XS
SM
MD
LG