ავღანეთის ზაბულის პროვინციაში თავისი ექვსი კოლეგა მოკლა პოლიციელმა, რომელმაც საგუშაგო და იარაღი ჩააბარა თალიბანს სროლის შემდეგ, იტყობინება ადგილობრივი ოფიციალური პირი პროვინციის საბჭოს წევრი, ასადულა ქაქარი. ინციდენტის დროს ერთი პოლიციელი დაიჭრა. მოგვიანებით პოლიციამ საგუშაგო კვლავ დაიკავა, თქვა ზაბულის პოლიციის თანამშრომელმა, ღულამ გაილანი ფარაჰიმ 28 მაისს. მომხდარისთვის პასუხიმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელსაც გავლენა აქვს ავღანეთის უშიშროების ძალების მეომრებზე, გადაიბირებს ხოლმე მათ და თავდასხმებისთვის იყენებს ავღანეთის და საერთაშორისო კოალიციის მერძოლებზე. .
ყველაზე პოპულარული
1