Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თვითმფრინავის კაბინაში ლეპტოპების შეტანის აკრძალვას გეგმავს


აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელმა, ჯონ კელიმ განაცხადა, რომ აშშ გეგმავს გაზარდოს საავიაციო უსაფრთხოების დონე და შეიძლება თვითმფრინავის კაბინებში ლეპტოპების შეტანა აკრძალოს ყველა რეისზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ. კვირას კელიმ „ფოქსს ნიუსს“ უთხრა, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიძლება შეიცავდეს ასევე მგზავრების ხელბარგის უფრო მკაცრად შემოწმებას, რათა სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცეს მიაკვლიოს მჭიდროდ ჩალაგებულ ჩანთებში საეჭვო საგნებს. აშშ-ის მთავრობამ გაამკაცრა კონტროლი და დააწესა ათი აეროპორტიდან მომავალი თვითმფრინავების კაბინებში დიდი ელექტროხელსაწყოების შეტანა. ეს აეროპორტები სხვათა შორის თურქეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. კელის თქმით, ახალი ზომების გამოცდა უკვე მიმდინარეობს ზოგიერთ აეროპორტში.

XS
SM
MD
LG