Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის სენატმა მხარი დაუჭირა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებას


ნიდერლანდის სენატმა დაამტკიცა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება უკრაინასთან და გზა გაუხსნა რატიფიცირებას დოკუმენტისა, რომელმაც უნდა შეაკავშიროს უკრაინა და ევროპის კავშირი. ნიდერლანდის პარლამენტის ზედა პალატის 50 წევრი მიემხრო ხელშეკრულებას, 25 იყო წინააღმდეგი. ამ აქტის შედეგად დასასრულს უახლოვდება ხანგძლივი პროცესი, რომელიც 2013 წელს ნომებრში ხელმოწერით უნდა გაგრძელებულიყო და მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გამო შეჩერდა. ამას მოჰყვა საპროტენსტო გამოსვლები, რის შედეგადაც, 2014 წლის თებერვალში, იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. შემდგომ, რუსეთმა ანექსია გაუკეთა ყირიმს, უკრაინის ტერიტორიას და ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ძალებს.

XS
SM
MD
LG