ჩეხეთის რესპუბლიკის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსი მოქალაქე, რომელიც საკომპიუტერო ჰაკერობაშია ეჭვმიტანილი, შეიძლება გადასცენ მოსკოვს, ან შეერთებულ შტატებს. პრაღის საქალაქო სასამართლომ 30 მაისს მიიღო დადგენილება ევგენი ნიკულინის შესახებ. მას აშშ-ც ადანაშაულებს კომპიუტერების გატეხვასა და საინტერნეტო დიდი კომპანიებისგან ინფორმაციის მოპარვაში. მის ექსტრადაციას ცდილობს რუსეთიც, ასევე საინტერნეტო ქურდობისთვის. ნიკულინი პრაღაში დააპატიმრეს ოქტომბერში ინტერპოლის განცხადების საფუძველზე, რომელიც აშშ-მა გაავრცელა. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და ის, საბოლოოდ, უნდა დამტკიცოს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც შეუძლია დაადგინოს ერთი ქვეყნისთვის მისი გადაცემა და მეორის დაბლოკვა. სასამართლო შედგა პანკრაცის ციხეში, პრაღაში, რაც ადასტურებს ამ საქმის განსაკუთრებულ მგრძნობიარობას. ჟურნალისტებს არ დართეს ნება პროცესზე თან ჰქონოდათ კამერები, მობილური ტელეფონები, ან ლეპტოპები.ნიკულინის ნათესავები პროცესს დაესწრნენ, მაგრამ არ ულაპარაკიათ რეპორტიორებთან.
ყველაზე პოპულარული
1