Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ფაქტია


თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გაუჩინარებას ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ფაქტი უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. „ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელმწიფოშია და არის წამების და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი“ - განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. ომბუდსმენის შეფასებით, მომხდარი ფაქტი უქმნის განცდას, რომ საქართველოში არავინაა დაცული. „თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და თუ იცოდა, ეს კიდევ უფრო უარესი, სამწუხარო ფაქტია და ამის გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია” - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

XS
SM
MD
LG