Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააუქმა თურქეთისათვის 2015 წლის ინციდენტის შემდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი


რუსეთმა გააუქმა თურქეთისათვის დაწესებული სანქციების ნაწილი. მოსკოვმა ეს სანქციები შემოიღო მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 2015 წლის ნოემბერში სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 31 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც გაუქმდა რუსეთში თურქეთის მოქალაქეებისა და თურქული ფირმების დასაქმების აკრძალვა. მოსკოვმა და ანკარამ ბოლოხანს ბევრი ნაბიჯი გადადგეს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და პუტინი დათანხმდა რუსეთის სანქციების ნაწილის გაუქმებას მას შემდეგ, რაც 3 მაისს შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს. რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარებიან სირიის ომში, მაგრამ ერთად შუამავლობენ სამშვიდობო პროცესში.

XS
SM
MD
LG