აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, გამოაცხადოს, დატოვებს თუ არა აშშ-ი კლიმატის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას. ამ განცხადების ფონია, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მოწოდება, რომ ვაშინგტონმა არ გადადგას ეს ნაბიჯი. მანამდე, ამერიკული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განზრახვასთან დაკავშირებით, გაიყვანოს შეერთებული შტატები კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ეყრდნობა წყაროს, რომლის თანახმადაც ტრამპმა გადაწყვიტა, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება პარიზის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები პარიზში 2015 წელს შეთანხმდნენ სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების შემცირებაზე, კლიმატური ცვლილებების შესაზღუდად.
ყველაზე პოპულარული
1