Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარის ინფორმაციით, განხილვის პროცესშია ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, განხილვის პროცესშია დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი. სოზარ სუბარმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მასალების შესწავლის საფუძველზე მიიღებენ. „ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს მასალები, რომ ჩაბუქის მიმართ დარღვეულია საერთაშორისო კონვენცია. მინისტრის განმარტებით, სტატუსის საკითხის განხილვის დასრულებამდე პირის ექსტრადიცია ვერ მოხდება, ლტოლვილის სტატუსის მიღება კი ექსტრადიციას გამორიცხავს.

XS
SM
MD
LG