Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი კონგრესის წინაშე წარდგება


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი დღეს ოფიციალურად წარსდგება იმ ამერიკელი კანონმდებლების წინაშე, რომლებიც იძიებენ ბრალდებებს, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრების რაიმე სახის შეთქმულებაში მონაწილეობის თაობაზე. სენატის სადაზვერვო კომიტეტში 8 ივნისს დაგეგმილ მოსმენამდე ერთი დღით ადრე, კომიმ წერილობითი ფორმით მიმართა სენატის საგამოძიებო კომიტეტს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოითხოვდა ლოიალობას და ზეწოლას ახდენდა მასზე, შეეჩერებინა გამოძიება, რომელიც ეხებოდა ტრამპის მრჩეველს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინს და მის კავშირებს რუსეთთან. კომის ნათქვამმა დაადასტურა მედიის ცნობები, რომ ტრამპი ერეოდა ფლინის თაობაზე გამოძიებაში. კომის თანახმად, მას ტრამპმა ვახშამზე უთხრა, "თქვენი ლოიალობა მჭირდება, მოველი ლოიალობას“. კომი დაეთანხმა ტრამპს იმაში, რომ ფლინი „კარგი ბიჭია“, მაგრამ არ უთქვამს, რომ აპირებს შეწყვიტოს თავისი უწყების მიერ წარმოებული გამოძიება.

XS
SM
MD
LG