Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა


ავღანეთში 10 ივნისს აღინიშნება ეროვნული გლოვის დღე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი სამი ტერორისტული თავდასხმის გამო, რასაც 200 ადამიანი შეეწირა, ხოლო 600 -ი დაიჭრა. პრეზდენტმა აშრაფ ღანიმ 9 ივნისს განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე დახრილი იქნება სახელმწიფო დროშები. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით 150 კაცზე მეტი დაიღუპა და 460 დაიჭრა 31 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ტერაქტების შედეგად. მანამდე 13 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა ქალაქ ხოსტში, დანაღმული ავტომობილი მომხდარი თავდასხმის შედეგად. 6 ივნისში კი აფეთქება მოხდა ქალაქ ჰერათში მდებარე მეჩეთში, სადაც 7 კაცი დაიღუპა. მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG