Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამათავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონი


13 ივნისს უნგრელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს სადაოდქცეული კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამათავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. კანონი ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან წელიწადში 24 ათას ევროზე მეტს ღებულობენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოეთის მხარდაჭერით მოქმედი ორგანიზაციები“, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მათი დახურვის საფრთხე. კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, სიაში შეიტანონ ნებისმიერი უცხოელი სპონსორი, რომელიც მათ წელიწადში 1800$-ს ჩაურიცხავს. კანონის ინიციატორია მემარჯვენე-პოპულისტური უნგრეთის მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ კანონი ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობას, ისევე როგორც გააძლიერებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას. საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას.

XS
SM
MD
LG