Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია


საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების, „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, "შენების მოძრაობა" იქნება თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების და თავის სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას. „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს წელს შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ახალი მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპია „რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით.“ ახალ მოძრაობაში გაერთიანდნენ სამართლის, ეკონომიკის, სახელმწიფო მართვის, განათლების, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროების სპეციალისტები. „შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ „ეროვნული ფორუმის“ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრები, კახა შარტავა, რევაზ შავიშვილი, ვახტანგ ხმალაძე და ფრიდონ საყვარელიძე.

XS
SM
MD
LG