Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიამ 48-საათის განმავლობაში შეწყვიტა ცეცხლი ქალაქ დარაში


სირიის არმიამ გამოაცხადა, რომ სამხრეთის ქალაქ დარაში 48 საათის განმავლობაში ცეცხლი შეწყვეტილი ექნება ანტისამთავრობო მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციის მიმდინარეობისას. არმიის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს "ეროვნული შერიგებისთვის ძალისხმევის ხელშეწყობას". ლონდონში განთავსებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობა ჯერჯერობით ძალაშია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ამ ნაბიჯს და მოუწოდა ოპოზიციას, მანაც გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა, საიმისოდ, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ სამოქალაქო პირებამდე ჩააღწიოს. პარალელურად, 17 ივნისს გაერომ გამოაცხადა, რომ 10 ივლისს ჟენევაში გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მთავრობის წარმომადგენლებს და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს შორის. მოსკოვიც აცხადებს, რომ იმედი აქვს შესძლებს ორგანიზაცია გაუკეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 4 და 5 ივლისს.

XS
SM
MD
LG