Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ვაშინგტონში ხვდება ამერიკელ კოლეგას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 20 ივნისს ვაშინგტონში შეხვდება ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს, რაც კიევს მიაჩნია უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად ორმხრივი ურთიერთობისათვის. ტრამპთან პოროშენკოს ეს, პირველი შეხვედრა წინ უსწრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტრამპის შეხვედრას 7-8 ივლისს ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს. როგორც პოროშენკოს ადმინისტრაცია იუწყება, მან 19 ივნისს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ უკრაინის პრეზიდენტი უფრო ადრე ეწვევა თეთრ სახლს, ვიდრე გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა პუტინთან. თავის მხრივ, თეთრი სახლი, როგორც ჩანს, ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს პოროშენკოსთან ტრამპის კომუნიკაციას. 19 ივნისს გავრცელებული განცხადებით, „პრეზიდენტი შეხვდება მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჰ.რ.მაკმასტერს და შეივლის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვედრაზე“. პოროშენკო აცხადებს ასევე, რომ შეხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG