Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყეტაში მომხადარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლბა თალიბანის განშტოემბამ "ჯამათ ულ აჰრარმა" იკისრა


ავტომანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მძლავრ აფეთქებას სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში. აფეთქებამ, რომელიც ყეტაში, პროვინციის პოლიციის უფროსის ოფისთან მოხდა, დააშავა 100 პირი, მეზობელ შენობებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, იტყობინება პოლიციის წარმომადგენელი, შაჰზადა ფარჰათი. დახოცილთაგან ოთხი პოლიციელია. დაშავებულთა შორისაა ცხრა პოლიციელი. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მანქანა მოძრაობისას აფეთქდა და იკვლევენ, მოაწყო თუ არა თავდასხმა თვითმკვლელმა. პაკისტანის სხვა, ჩრდილო-დასავლეთის რეგინიდან იტყობინებიან, რომ ორი აფეთქება მოხდა ქალაქ ფარაჩინარში. აფეთქებებს ათი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG