Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიხსნა და გადაიდო ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო


კიევში, 26 ივნისს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო და მალევე გადაიდო. მოსამართლე ვლადისლავ დევიატკომ გადადო განხილვა 29 ივნისამდე მას მერე, რაც იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთშია, არ გამოჩნდა სასამართლოს დარბაზში. მისმა ადვოკატმა, ვიტალი სერდიუკმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი მოწადინებულია მონაწილეობა მიიღოს ვიდეო ჩართვაში, რათა ჩვენება მისცეს საერთაშორისო სამართლის ნორმის შესაბამისად. მაგრამ, სერდიუკის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებამ ეს ვერ უზრუნველყო. წინა მოსმენის დროს, ხუთ მაისს, იანუკოვიჩის დაცვა მოითხოვდა, რომ სასამართლოს რუსეთისთვის ოფიციალურად მიემართა დახმარებისთვის, რათა უზრუნველეყოთ ვიდეო ჩართვა. სასამართლო თვლის, რომ ოფიციალური მიმართვა ამისთვის არაა საჭირო, რომ იანუკოვიჩს შეუძლია კავშირი დაამყაროს სასამართლოსთან ინტერნეტის მეშვებით. იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა 2014 წლის თებერვალში და რუსეთში დაიქცა საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გამოსვლები მოჰყვა მის გადაწვეტილებას, უარეყო ევროკავშირთან ხელშეკრულება და რუსეთთან გაეფართოებინა სავაჭრო ურთიერთობა. ევრომაიდანზე გამოსვლების დროს მთავრობის ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დახოცეს. იანუკოვიჩს ბრალად ედება ღალატი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რუსეთის აგრესიაში თანამონაწილეობა. მისი გაქცევის შემდეგ რუსეთმა დაიკავა ყირიმი და წააქეზა სეპარატისტული მოძრაობა აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც მოჰყვა ომი სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის არმიას შორის, რის შედეგადაც ათი ათასი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG