Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძალველებმა ჰაკერული თავდასხმა მოაწყეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით


კომპიუტერებზე მთელს მსოფლიოში მოეწყო გამომძალველების მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა. განსაკუთრებით ინტენსიური იყო შეტევა უკრაინაზე. მასშტაბური კიბერიერიში 27 ივნისს დაიწყო და თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ მიმართული იყო უკრაინის მთავრობის კომპიუტერული ქსელის, ბანკების, მსხვილი სამრეწველო კომპანიების, კიევის საერთაშორისო აეროპორტის, ჩერნობილის ატომური ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ. მაგრამ შემდეგ თავდასხმა სხვა ქვეყნებზე და საერთაშორისო კომპანიებზეც გავრცელდა. 28 ივნისს ვირუსის გავრცელება შენელდა - ნაწილობრივ იმის გამო, რომ გასავრცელებლად, როგორც ჩანს საჭიროა კომპიუტერულ ქსელებს შორის პირდაპირი კავშირი იყოს. შესაბამისად, ქვეყნებში, რომლებსაც ნაკლებად აქვთ კავშირი უკრაინასთან, შეზღუდულია ვირუსის გავრცელების საფრთხე. ვირუსი იწვევს კომპიუტერის გაყინვას. ჰაკერები მოითხოვენ მათთვის გამოსასყიდის გადახდას დიგიტალური ვალუტის, ბიტკოინების მეშვეობით.

XS
SM
MD
LG