Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს რუსეთს, დასაჯოს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ბორის ნემცოვის მკვლელობაში


აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს რუსეთს, დასაჯოს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, პასუხისგებაში მისცეს, ვინც დაკავშირებულია დემოკრატიული აქტივისტისა და ადამიანის უფლებების დამცველის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან, მათ შორის ბოროტმოქმედების დამკვეთები და ორგანიზატორები. ნემცოვის ნათესავებმა და მეგობრებმა გააკრიტიკეს ვერდიქტი, რომელიც ხუთშაბათს გამოუტანეს პოლიტიკოსის მკვლელობაში ბრალდებულ ხუთ პირს. ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნემცოვის ოჯახის მოთხოვნას უფრო სრული გამოძიების ჩასატარებლად, რაც ბოროტმოქმედების დამკვეთებს გამოავლენდა. „ბოროტმოქმედებისთვის პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ ხუთი გასამართლებული და ჩვენ ვთხოვთ რუსეთის მთავრობას, იპოვოს და დასაჯოს ყველა ბრალდებული“, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG