Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მაკკეინის აზრით, ავღანეთში მშვიდობა შეუძლებელია პაკისტანის ჩართულობის გარეშე


გავლენიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის აზრით, ავღანეთში და მის მეზობლად მშვიდობა შეუძლებელია პაკისტანის ჩართულობის გარეშე. მაკკეინმა 2 ივლისს ისლამაბადში ვიზიტის დროს გამოთქვა ეს მოსაზრება. მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ორი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებები, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციამ შესაძლოა, გაამკაცროს პოზიცია ისლამაბადთან მიმართებით, რადგან პაკისტანში მყოფი ექსტრემისტები იოლად ახერხებენ ავღანეთის ტერიტორიაზე გადასვლას და იქ თავდასხმების მოწყობას.

XS
SM
MD
LG