Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცირესობის წევრებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია მმართველი პარტიის მხარდაჭერის შესახებ


საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაჟორიტარული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებულია, რომ საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლისთვის, როგორც ამას „ქართული ოცნება აპირებს. „წითელი ხაზი არის პროპორციული არჩევნების წესი და ჩვენ ამ წესთან დაკავშირებით გვაქვს სრულიად ცალსახა პოზიცია“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს პარლამენტის დეპუტატმა, სერგო რატიანმა.

XS
SM
MD
LG