Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში გაუჩინარებული ბლოგერი სტანისლავ ასეევი, როგორც ჩანს, სეპარატისტების ტყვეობაშია


ცნობების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დახმარებით მებრძოლი სეპარატისტები ადასტურებენ, რომ დააკავეს ბლოგერი სტანისლავ ასეევი, რომელიც რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობს. როგორც უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი, ეგორ ფირსოვი ფეისბუკში წერს, ასეევთან, რომელიც სეპარატისტების ტყვეობაშია, დედამისი შეუშვეს. ყოფილი პარლამენტარის ინფორმაციით, სეპარატისტები ასეევს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ და მას 14 წლით პატიმრობით ემუქრებიან. ასეევი, რომელიც ფსევდონიმად სტანისლავ ვასინს იყენებს და რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისათვის წერს, 2 ივნისს დონეცკში გაუჩინარდა. სეპარატისტებმა უკვე რამდენჯერმე უარყვეს, რომ ბლოგერი მათ ტყვეობაშია. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მთავარი რედაქტორი ნენად პეიჩი საგანგებო განცხადებაში „უაღრესად შემაშფოთებელს“ და „კანონდარღვევას“ უწოდებს ასეევის დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბლოგერის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც, მათ შორის „ამნესტი ინტერნეშნლმა“.

XS
SM
MD
LG