რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომ რუსეთი დაიბრუნებს ორ დიპლომატიურ ობიექტს, რომლებიც დეკემბერში ჩამოართვა მოსკოვს ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონთან შეხვედრის შემდეგ, შეკითხვას ობიექტების დაბრუნების თაობაზე, „სი-ენ-ენ-ის“ თანახმად, უპასუხა, რომ "თითქმის" დაიბრუნეს. თითქმის ორსაათნახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ შენონს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიური ობიექტების შესახებ რიაბკოვის და შენონის მოლაპარაკებას შეეხება, გადაწყვეტილების მიღებაზე არაფერია თქმული. ობამამ განკარგულება გასცა მერილენდის და ნიუ იორკის ობიექტების ჩამორთმევის და 35 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ. ეს ნაბიჯი პასუხი იყო როგორც ობამა აცხადებდა, რუსეთის მცდელობაზე, გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამერიკელი დიპლომატების მიმართ ცუდ მოპყრობაზე რუსეთში.
ყველაზე პოპულარული
1