Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს ექვსი პირი სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებებით


აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ექვსი პირი დააკავა სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებებით. უშიშროების სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი პირი, მუჰთან იაყუბოვი დააკავეს, როცა ის ცდილობდა აზერბაიჯანიდან გასვლას გასაიდუმლოებული ინფორმაციით. მის დაკავებას კი მოჰყვა კიდევ ხუთი პირის დაკავება ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია იაყუბოვს მოგროვებული ჰქონდა „უცხოეთის უშიშროების სამსახურების“ დავალებით.

XS
SM
MD
LG