Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში წუნს ხედავს


პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ანჟეი დუდა ხედავს წუნს სადავო კანონში უზენაესი სასამართლოს შესახებ. ეს კანონი სენატმა მიიღო და ის პოლიტიკოსებს შესაძლებლობას მისცემს არსებითი ზეგავლენა მოახდინონ უზენაეს სასამართლოზე. დუდას პრესმდივანს, ანჟეი ლაპინსკის არ უთქვამს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტის უარყოფას და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრების მოპოვებას. 21 ივლისს ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოთქვა კანონპროექტის გამო.

XS
SM
MD
LG