Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი. ინციდენტი მოხდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში. დაკავებულებს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. ბერშუეთის თემში გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ბერიანიძე და ტურაშვილი იმყოფებოდნენ სოფლის სალოცავთან, რომელიც საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრითაა დაშორებული. დავით ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბერშუეთში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებული. 2 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების ფაქტი დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულთა გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ე.წ. ცხელი ხაზი.

XS
SM
MD
LG