Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას


27 ივლისს აშშ-ის სენატმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. დოკუმენტის მიღებას ხმა მისცა 98-მა სენატორმა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ორი. ახალი სანქციების გატარების მიზეზებს შორის არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინისადმი, მისი სავარაუდო ჩარევა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში და მოსკოვის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. მანამდე, 25 ივლისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალ მკაცრ ზომებს ხმათა დიდი უმრავლესობით (419 სამის წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელი იუწყება, პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვეტო დაადოს კანინპროექტს თუ ხელი მოაწეროს მას. სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიღწეული ერთსულოვნება იმაზე მიანიშნებს, რომ ტრამპის ვეტოს შემთხვევაში კანონმდებლებს მისი დაძლევა არ გაუჭირდებათ.

XS
SM
MD
LG